ეწერის საჯარო სკოლაში გაზაფხულს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
02-03-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, გაზაფხულის დადგომა საზეიმოდ აღნიშნეს.

ბავშვებმა დაამზადეს ბარათები და სუვენირები, დეკორაციებით მორთეს საკლასო ოთახი, სადღესასწაულოდ გაფორმებულ გარემოში კი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ სახალისო ვიქტორინაც მოეწყო, რაშიც მოსწავლეები და მათი მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

აქტივობას, პედაგოგი მარინა მინდაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203