ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამხედრო მოსამსახურეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
03-03-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს.

2 მარტს, თავდაცვის ჯარების უფროსი სერჟანტი თეიმურაზ ხაბურზანია და სერჟანტი შავლეგ თირქია მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართული ჯარის პოპულარიზაციას. პრეზენტაცია მოიცავდა მოსწავლეებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხების, სამხედრო სასწავლებლების და ჩვენი ჯარისკაცების გმირობის გაცნობას.

„სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს ჩვენი სოფლის გმირების (ვახტანგ ჩიქოვანი, პაატა კაჭარავა, ბაჩუკი საჯაია და სხვ.) შესახებ უამბეს, ასევე მოიხსენიეს 90-იან წლებში სამოქალაქო ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები, (ზური თედორაძე, რამაზი ალანია). ხაზი გაუსვეს იმასაც რომ, საბრძოლო სულისკვეთებით ჩვენი სოფლის ახალგაზრდები დღესაც არიან სამხედრო სამსახურში თავიანთი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203