პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისთვის თაიგულები დაამზადეს
02-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.

ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე ბავშვებმა ფერადი ფურცლებით თაიგულები დაამზადეს, თავიანთი ნამუშევრები კი დედებს მიართვეს.

გაკვეთილს მასწავლებელი გაიანე ოვსეპიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო, გაზაფხულის შემობრძანებას კიდევ უფრო ამაღლებული განწყობითა და ახალი შემართებით შეეგებნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203