„დედაშვილობა“ - ემოციებითა და შთაბეჭდილებით გაჯერებული ღონისძიება ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში
02-03-2023

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, გაზაფხულის შემობრძანება ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგებსა და მიწვეულ სტუმრებს: დედებსა და ბებიებს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით  მიულოცეს დედის დღეც, ღონისძიების თემად კი - „დედაშვილობა“, აირჩიეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა, გაზაფხულის შემობრძანება ძალიან მხიარულად აღნიშნეს.

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით და შთაბეჭდილებით იყო სავსე.

ბავშვებმა, დედებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და სპეციალურად ამ დღისთვის ინსცენირება მოაწყვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203