ქსოვრისის საჯარო სკოლის I და III კლასის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვილი შთამბეჭდავი პროექტი და ღონისძიება
02-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დედის დღე აღნიშნეს. 

დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები I და III კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. 

I კლასმა განახორციელა პროექტი - „ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია“. პროექტი 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. ის შედგებოდა ისეთი აქტივობებისაგან როგორიცაა: მისალოცი ბარათების დამზადება, დედის პორტრეტის დახატვა, დისკუსია, აპლიკაციების გამოყენებით თაიგულების აწყობა და დასკვნითი ღონისძიება.

III კლასმა ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნა დედის დღე და დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს.

ქსოვრისის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს დედებს ულოცავს 3 მარტს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203