დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკონომიკის ოლიმპიადაში ჩაერთნენ
02-03-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა პროექტსა თუ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლაში ეკონომიკის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მიმდინარეობას სკოლაში პედაგოგი ია ბერაია ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეთა ოლიმპიადაში ჩართულობა, მათი ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური განათლების მიღებისკენ არის მიმართული.

მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203