ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს მონდომებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც დედის დღე ყოფილა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები დაამზადეს, დედაზე ანიმაციას უყურეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით, სიყვარულითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ გრძნობები ნამუშევრების საშუალებით გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები: