დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - მერი ჯანჯღავას გვაცნობს, რომელიც არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია
02-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.

მერი ჯანჯღავა ერთ-ერთია, რომლის მიღწევებითაც სკოლაში დღესაც ამაყობენ. ის ეკონომიკის დოქტორია და ათამდე სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული. ახლახან კი მორიგი დისერტაცია დაიცვა.

კურსდამთავრებული ასევე სამეცნიერო და თემატურ კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ის ლექსებს წერს, რომელებიც ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება.

კურსდამთავრებული წარმატებულ კარიერასთან ერთად დედაცაა. მას ქალიშვილი ახლახანს შეეძინა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მერი ჯანჯღავას კარიერაში მორიგ წარმატებას, პირად ცხოვრებაში კი ბედნიერებას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203