„ჩრდილოეთ ამერიკა“- კორხის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
02-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში სასწავლო პროექტი-პრეზენტაცია - „ჩრდილოეთ ამერიკა“ გაიმართა. მასში მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროექტის ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მე-7 კლასელებისთვის გამართეს. 

აქტივობას გეოგრაფიის პედაგოგი გალია ირიციანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეების განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203