„სკოლა ტყის პირას“- პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგმა მე-5 კლასის მოსწავლეებს შთამბეჭდავი შემეცნებითი აქტივობა შესთავაზა
02-03-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, პედაგოგმა ირინე კვანტრიშვილმა V კლასში შემეცნებითი აქტივობა - „სკოლა ტყის პირას“ ჩაატარა. ის ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა სადამრიგებლო საათებს თემებზე: „თანამშრომლობა და მეგობრობა“, „რა ზიანი მოაქვს უპასუხისმგებლობას და გულგრილობას?“, „სკოლა და განათლება“, „ჩვენ და მასწავლებელი“, „სოციალური ღირებულებები“.

როგორც სკოლაში ამობენ, მოსწავლეებს განუვითარდათ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები: სამართლიანობა, თანასწორობა, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება, კულტურული მრავალფეროვნების მიმღებლობა.

სკოლაში პედაგოგ ირინე კვანტრიშვილს, საინტერესო პროექტისთვის, მადლობას უხდიან. 

„ჩვენი სკოლა ჩართულია პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ და ახორციელებს პროექტს კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს დემოკრატიული სამყაროს წინაშე არის ინტერკულტურული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში კი უმნიშვნელოვანესია სკოლა და  მასწავლებლის როლი. ინტერკულტურული აღზრდის მიზანია: ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები როგორიცაა: ჰუმანურობა, სოლიდარობა, კულტურათა პატივისცემა, ტოლერანტობა. პროექტის ფარგლებში პედაგოგმა - ირინე კვანტრიშვილმა V კლასში ჩაატარა ღრმა შემეცნებითი მნიშვნელობის აქტივობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203