
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თეა გოგსაძის ხელმძღვანელობით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით - კვირეული „არა ოკუპაციას“ მოეწყო. მოსწავლეები გაერთიანდნენ სლოგანის - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ გარშემო და აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ასევე თემატური და საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, ერთმანეთს მოძიებული ინფორმაციები გაუზიარეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ ღონისძიებამ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.
მსგავსი პრეზნეტაციები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: