„უკანასკნელი ფოთოლი“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
02-03-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მასწავლებლები მათ ლიტერატურისადმი სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ.

ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო - „უკანასკნელი ფოთოლი“ გამართეს. ღონისძიებაზე მათ ქართული პოეზიის შედევრები და ო ჰენრის გენიალური მოთხრობის ადაპტირებული ვერსია წარადგინეს.

მეოთხეკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

მოსწავლეებმა სკოლის სივრცე შემოდგომის ფერებში ლამაზად მორთეს, რამაც სკოლაში სადღესასწაულო გარემო შექმნა.

ღონისძიებაში მონაწილე თითოეული მოსწავლისთვის დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203