თხილვანის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ ვიქტორინა ჩაატარა
02-03-2023
ტბელ აბუსერისძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, ირმა მიქელაძის, გელა ბოლქვაძისა და თამაზ მიქელაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „რა? სად? როდის?“ ჩაატარა. ინტელექტუალურ თამაშში VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ვიქტორინის მიზანი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლეება, შეძენილი უნარ-ჩვევების გამოვლენა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო.

„ეს აქტივობა მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ, სწრაფ აზროვნებასა და გუნდური მუშაობის უნარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203