„დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“- ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. მე-9 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა და მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, გაზეთი -„დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“, შექმნეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათი ხელმძღვანელი საგნის მასწავლებელი თამილა კობიაშვილი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: