ელიტურ სკოლა „გორდაში“ დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
02-03-2023
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი წარმოდგენით წარდგნენ და დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„დედისათვის ყველაზე დიდი საჩუქარი კარგი შვილია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა, დედები შვილების ნათქვამი ლექსით, მათი ცეკვითა და სიმღერით გაეხარებინათ. სწორედ რომ მზემ გაიცინა თითოეულ ბავშვში და დედიკოებისთვისაც ნამდვილი გაზაფხული დადგა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზი ბედნიერი დედების ღიმილით იყო სავსე, სცენაზე კი მე-4 , მე-3 კლასელების დეკლამაცია და 1-ელი, მე-2 კლასელების მღელვარე ხმები ცვლიდა ერთმანეთს. კულისებში კი არანაკლებ ღელავდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები: ინდირა აბაშიძე ( I ); ნატალია დიმიტრაძე( I ); ნინო ლორთქიფანიძე ( II ); მარიამ ღლონტი( II ); ანა ქილიფთარი ( III); სალომე სურმანიძე( III ); ნანა ჩხაიძე ( IV-IV).

„ძვირფასო დედებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს! მადლობა ზეიმის ორგანიზატორებს: ინდირა აბაშიძეს, ნატა დიმიტრაძეს, ნინო ლორთქიფანიძეს, მარიამ ღლონტს, ანა ქილიფთარს, სალომე სურმანიძესა და ნანა ჩხაიძეს.
გეხაროთ თქვენი შვილებითა და შვილებზე არანაკლებ საყვარელი მოსწავლეებით!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203