„მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორია და ხელოვნება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
02-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიას სიღრმისეულად ასწავლიან. მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც მონდომებით რთავენ.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა პედაგოგის - ქეთევან ჩიქვანაიას ხელმძღვანელობით, „მე-12 საუკუნის საქართველოს ხელოვნება და ისტორია“ კედლის გაზეთით გააშუქეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე სიანტერესო ინფორმაციები მოიძიეს, პლაკატები დაამზადეს, რომელზეც მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები დაიტანეს.

ბავშვებმა აღნიშნულ თემაზე ერთობლივად იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა აიმაღლეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გუნდურ მუშაობას ასწავლის, მოტივაციას უმაღლებს და საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203