.jpg)
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საშუალო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დიდი სიხარულითა და ამაღლებული განწყობით, ორიგინალური მისალოცი ბარათები შექმნეს.
მოსწავლეებს დამრიგებლები: ლამზირა სხულუხია და მარინა გოროზია ხელმძღვანელობენ.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომაც პედაგოგები მოზარდებს მათ სურვილებსა და ინტერესებს მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: