.jpg)
აბაშის მუნიციპალიტეტის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა მოეწყო, რომელსაც ისტორიის პედაგოგი ბელა კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, თანამშრომლობით მოიძიეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ
და ქრონოლოგიურად წარმოადგინეს ისტორიული მოვლენები.
საქართველოს ისტორიაში ეს არის თარიღი, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მოხდა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს: იუნკერების თავგანწირვაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის და მარო მაყაშვილის დღიურზე, სადაც აღწერილი იყო ფრონტზე მიმდინარე მოვლენები.
„შეხვედრის მიწურულს წუთიერი დუმილით, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ მამულიშვილებს პატივი მივაგეთ და საქართველოს ჰიმნი შევასრულეთ... „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“ - გვიყვებიან სკოლაში.
1921 წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
იხილეთ ფოტოები: