საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ინოვაციური გაკვეთილი მიეძღვნა
02-03-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასში, ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით, ინოვაციური გაკვეთილი ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა შეიყვარონ და გაიაზრონ ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და გაამდიდრონ რაციონი სასარგებლო პროდუქტით.

პედაგოგმა, მოსწავლეებს თავდაპირველად კვების რაციონი გამოკითხა, რას მიირთმევდნენ ყველაზე ხშირად, შემდეგ კი თვალსაჩინოების დახმარებით, მოზარდებმა დაახარისხეს ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, ტრანსფერის ფაზაზე კი მოამზადეს კერძები და გააკეთეს პრეზენტაციები.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, შედეგად მოსწავლეები შეიყვარებენ სასარგებლო პროდუქტს, შეეცდებიან ხშირად არ მიირთვათ მათი ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და დარწმუნდებიან მის აუცილებლობაში.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ესწრებოდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203