
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს.
მესამეკლასელებმა გადაწყვიტეს დედებს, დედის დღე მრავალფეროვნად მიულოცონ და ხელოვნების გაკვეთილზე, ორიგინალური მისალოცი ბარათები და ფერადი ქაღალდებისგან დამზადებული თაიგულები შექმნეს.
პედაგოგის მხარდაჭერით, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიხარულით ქმნიდნენ ნამუშევრებს.
სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ექცევა, აღნიშნული აქტივობის მიზანიც სწორედ საზეიმო განწყობის ამაღლებას ემსახურებოდა.
იხილეთ ფოტოები: