დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა წაკითხული წიგნების საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
02-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა ჩართულობით, წაკითხული წიგნების პრეზენტაციები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში წაკითხული წიგნების პრეზენტაციები მეშვიდეკლასელებმა წარადგინეს. მათ ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს, იმსჯელეს და ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლემ - ლუკა ბასილაიამ ბიბლიოთეკაში, დარი კინგის წიგნის - „თაგვისცხვირიანი ბუტერბროტები“ პრეზენტაცია წარადგინა. მეშვიდეკლასელმა მარი კვარაცხელიამ წიგნი „უკანასკნელი ფოთოლი“ და ო ჰენრის მოთხრობების შესახებ საინტერესოდ იმსჯელა. ქრისტინე კეკუტიამ დამსწრე საზოგადოებას წიგნი „გედის საყვირი“ გააცნო. ნიკოლოზ გოროზიამ კი ასტრიდ ლინდგრენის „კარლსონი“ შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი ინტერესს უღვივებს და მათ წიგნიერების დონის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203