ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნიჟარაძემ ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოიპოვა
02-03-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლას განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ისინი სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან და უცხო ენებს წარმატებით ეუფლებიან. მოსწავლეები უნარების დამადასტურებელ სერტიფიკატებსაც იღებენ.

მათ შორისაა მარიამ ნიჟარაძე. მან CAE - კემბრიჯის საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნას ადასტურებს და მფლობელს მსოფლიო ასპარეზზე არაერთ საგანმანათლებლო და კარიერულ შესაძლებლობას სთავაზობს. 

სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...