„მსოფლიოს მნიშვნელოვანი მიწისძვრები, რა იწვევს მათ?“ - თბილისის N94 სკოლაში უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია ჩაატარა
ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტუალურ და საჭირო თემაზე სიანფორმაციო ლექციები იმართება.
ამჯერად, სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ გორდეზიანმა პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის ლექცია ჩაატარა, რომლის თემა გახლდათ - „მსოფლიოს მნიშვნელოვანი მიწისძვრები, რა იწვევს მათ?“ .
პროფესორმა სასკოლო საზოგადოებას აღნიშნულ თემაზე საინტერესო და საჭირო ინფორმაცია გააცნო. მან მიწისძვრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ცოდნა აუმაღლა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და სამომავლოდ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრასთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოითქვა .
„მადლობას ვუხდით ბატონ თენგიზს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: