ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის - ელენე ლოლაძის ინიციატივით ვიქტორინა - „ვიცნობ ამერიკას“, მოეწყო.
მასწავლებლის - ელენე ლოლაძის თქმთ, სმარტფონებსა და ონლაინ თამაშებზე მოზარდების დამოკიდებულება ერთ-ერთი გამოწვევაა მასწავლებლებისათვის. ამიტომ, გარკვეული თემატური ერთეულის (თემა: ჩრდილოეთ და სამხრეთი ამერიკა) დასრულების შემდეგ, მან VII და X მოსწავლეებს საგანმანათლებლო პლატფორმაზე შექმნილი ონლაინ თამაში შესთავაზა.
აღნიშნული ინტერაქტიური ონლაინ თამაში შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. კითხვარში თავი მე-8 კლასის მოსწავლე დავით ბერიძემ გამოიჩინა, გამარჯვებული მოსწავლე სკოლის დირექციამ სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
„შემოთავაზებულ ქვიზებმა და კითხვარებმა ხალისი შემოიტანა მოსწავლეებში, გააჩინა ინტერესი და გაზარდა მოტივაცია შემდგომი სწავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: