ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი აბუაშვილის სახელობის ჭიდაობის ტურნირში იასპარეზეს
02-03-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტულ აქტივობებშიც ხშირად მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისინი რუსთავში გამართულ, დამსახურებული მწვრთნელის - გიორგი აბუაშვილის სახელობის ჭიდაობის ტურნირში მონაწილეობდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

ტურნირში შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ:

20 კგ - შამილ რასულოვი;
20 კგ - შახრუდინ მაგამედოვი;
23 კგ - ახმედ გაჯიევი;
38 კგ - მაგამედ მაგამედოვი;
23 კგ - შამილ მაგამედოვი. 

მათი მწვრთნელი რაშიდ მაგამედოვია. სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203