მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
02-03-2023
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სასკოლო სპორტულმა კლუბმა - „ფენიქსი“ შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავა.
კლუბმა მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გამართა, რომელშიც VIII-IX კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.
ფესტივალზე მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის ტექნიკური ელემენტების ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მათ ღირსეულად იასპარეზეს. საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მათი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ლალი სალიაა.