„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“- ბეჟანოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის - ნინო მელიქიძისა და მისი მე-4 კლასის მოსწავლეების შთამბეჭდავი გაკვეთილი
02-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ინგლისურ ენაში, ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა იყო - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (Snow White and The Seven Dwarfs). გაკვეთილს საგნის მასწავლებელი ნინო მელიქიძე უძღვებოდა.

მოსწავლეები, შერჩევითობის პრინციპით, სამ ჯგუფად დაჯგუფდნენ. აირჩიეს თითო ჯგუფის ლიდერი.  
პირველ ეტაპზე მოისმინეს და დაალაგეს არეული ტექსტი ქრონოლოგიურად. შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები - დაახასიათეს მოთხრობის გმირები. 

შემდეგ ორი შედარებით სწრაფი ჯგუფი ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე შეეჯიბრა, სადაც ყველაზე სწრაფი და ყველაზე მეტი სწორი პასუხების მქონე ჯგუფი გამოვლინდა.

გაკვეთილს სკოლის ადმინისტრაცია და კლასის დამრიგებელი ესწრებოდნენ.

გაკვეთილმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებები, რეკომენდაციები და საშინაო დავალებები მიეცათ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203