ქსნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე სასუნთქი სისტემის მოდელი შექმნეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე გულისა და სასუნთქი სისტემის მოდელი მოდელი შექმნეს. მათ დაადგინეს, თუ რა მსგავსებაა მოდელსა და ადამიანის სასუნთქ სისტემას შორის.
აღსანიშნავია, რომ მოდელის თითოეული ნაწილი - ბოთლი, მილი, მილზე მიმაგრებული ბუშტი, ბოთლზე გადაჭიმული რეზინის ხელთათმანი/ბუშტი - შეუსაბამეს ადამიანის სასუნთქი სისტემის სტრუქტურებს და მათ ფუნქციებს.
ამ საინტერესო აქტივობის ხელმძღვანელი მაია ჟამუტაშვილი იყო.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: