ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგნობრივი ტესტირება ჩატარდა
02-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის დირექცია და პედაგოგები კი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. 

ამჯერად, მასწავლებლებმა, მშობლებთან ერთად, საგნობრივი ტესტირება ჩაატარეს.

მოსწავლეები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

წარმატებულ მოსწავლეს წამახალისებელი სერტიფიკატები გადაეცა.

სკოლაში კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგი და სწავლის წახალისება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203