„დედა ლექსია, ალალად თქმული“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედის დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა
02-03-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა. 

სკოლაში ამ თარიღს ლიტერატურული ღონისძიება - „დედა ლექსია, ალალად თქმული“ მიეძღვნა. მოსწავლეებმა დედაზე ცნობილი პოეტების ლექსები და სხვადასხვა პროზაული ნაწარმებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. გარდა ამისა, რამდენიმე ცნობილი ნაწარმოების ინსცენირება წარადგინეს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოების სამივე წარმომადგენელი: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები მიიწვიეს. 

ქალბატონებს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ მიულოცა.

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მისი ავტორი და ორგანიზატორი მედეა კუჭავა იყო. 
      
„მადლობა ქალბატონ მედეას და მოსწავლეებს საინტერესო, ლამაზი და თბილი ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203