ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელოვნებო ცეკვას დიდი მონდომებით სწავლობენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლას მონდომებული, ნიჭიერი, სხვადასხვა ინტერესების მოსწავლეები ჰყავს.
ისინი დიდი მონდომებით სწავლობენ, პარალელურად კი სხვა აქტივობებითაც არიან დაკავებული. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები სახელოვნებო ცეკვის შესწავლაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათი ხელმძღვანელი დამსახურებული, მრავალი თაობის აღმზრდელი, უბადლო ქორეოგრაფი რევაზ ბერიძეა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: