„მასპინძელი დათვი“- ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
მე-4 კლასში თემაზე - „მასპინძელი დათვი“ გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები როლურ თამაშებში ჩაერთნენ და ზღაპრის გმირებზე ისაუბრეს. მათ მოსაზრებები ღიად გამოთქვეს, ყურადღება მეგობრობაზე გაამახვილეს.
მეოთხეკლასელებმა დაასკვნეს, რომ მეგობარს მარტო ლხინში არ სჭირდები, გასაჭირშიც მის გვერდით უნდა იყო.
გაკვეთილმა ნაყოფიერად ჩაიარა, მას პედაგოგი ხათუნა დევაძე უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: