კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
02-03-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავს, რაც მომავალი თაობის ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

ამჯერად, მოსწავლეები ქობულეთის მუზეუმის კულტურულ-შემეცნებით და საგანამათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

28 თებერვალს, ქობულეთის მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში გამოფენა „დახატე - შენი სამშობლო“ გაიმართა, რომელიც აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145 წლისთავს მიეძღვნა. საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისთვისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203