აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი ღონისძიებით გაიხსენეს
02-03-2023
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება.
გამონაკლისი, არც საბჭოთა ოკუპაციის დღე ყოფილა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა და ისტორიის მასწავლებლის ნანა კალანდიას ხელმძღვანელობით, სასკოლო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები: „1921 წელი-იუნკრების თავგანწირვა“, „გვახსოვდეს აფხაზეთი“ და „შინდისის გმირები“ წარადგინეს. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა პარალელი უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარე მოვლენებზე გაავლეს.
დამსწრე საზოგადოებამ ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.