ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, 1-ელ მარტს მოსწავლეები, პედაგოგ ია გორგოძის ხელმძღვანელობით, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებს თემატური ექსკურსია და საგანმანათლებლო პროგრამა - „ევროპელი მეწარმეების ისტორიები“ ჩაუტარდათ, რომელსაც მუზეუმის სპეციალისტი მაია გათენაძე ხელმძღვანელობდა.
მასწავლებელს, ია გორგაძეს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისთვის „აჭარის მუზეუმის“ სერტიფიკატი გადაეცა.
მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
იხილეთ ფოტოები: