აჭყვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - ანა მიქელაძე კუთვნილი მედლით დაჯილდოვდა
02-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ 2020/2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული, ანა მიქელაძე სკოლაში მიიწვია და ვერცხლის მედალი გადასცა.

ვერცხლის მედალოსანი, ანა მიქელაძე , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის IV კურსის სტუდენტია.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვერცხლისმედალოსანი ანა მიქელაძე მაღალი აკადემიური მოსწრებით უნივერსიტეტშიც გამოირჩევა.

სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის პედაგოგებთან ერთად ანა მიქელაძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაწესებულ ამ მაღალ ჯილდოს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203