
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა.
„სუფთა გარემო“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ანა კაკაჩიამ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთან - ჯაბა კვარაცხელიასთან ერთად, გამართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ხალისით ჩაერთნენ. მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი გავლენა გააცნობიერეს. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ანა კაკაჩიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი უმცროსკლასელებმა გამოთქვეს და აქტიურადაც მონაწილეობდნენ. პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სკოლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს. ამით ისინი სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს დაეხმარნენ.
იხილეთ ფოტოები: