რუსთავის N21 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი მოეწყო
02-03-2023
რუსთავის N21 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გამართა.

ტურნირი 6 პარალელურ პირველ კლასს შორის მოეწყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სსსმ მოსწავლეთა ჩართვა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაშია. შესაბამისად, აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ მათში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

სპორტული აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაში, პედაგოგებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი მოსწავლეთა მშობლებმა შეიტანეს. 

„ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია სკოლაში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ერთერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. მნიშვნელოვანია რომ მოზარდები ადრეული ასაკიდან ჩავრთოთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში. სკოლა მადლობას უხდის სპორტის მასწავლებლებს, პირველკასელთა მშობლებს, დამრიგებლებსა და სსსმ მოსწავლეთა ასისტენტებს აქტიური თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203