ბუგეულის საჯარო სკოლაში გოგონათა და ვაჟთა შერეულ გუნდებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა
02-03-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

იმართება არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტული აქტივობებიც. ამჯერად, გოგონათა და ვაჟთა შერეულ გუნდებს შორის შეჯიბრი ფრენბურთში მოეწყო. 

ერთმანეთს მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების გუნდები ეჯიბრებოდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. საბოლოოდ გამარჯვება კი მე-11 კლასმა მოიპოვა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203