
ბავშვებმა ბევრი ლამაზი ლექსი წაიკითხეს, სპექტაკლი - „ბავშვი და ანგელოზი“ გაითამაშეს, იმღერეს, დედებს ორიგინალური საჩუქრები მიართვეს და გაახარეს.
ღონისძიების დასასრულს პედაგოგმა მშობლებს სიურპრიზი დაახვედრა - მათ პრეზენტაცია „დედა-შვილობა“ წარუდგინა, სადაც თითოეული მოსწავლისა და მათი მშობლების ფოტოებით გადმოსცა მათი სიყვარული.
„შეხვედრა იყო თბილი და სასიამოვნო, როგორც გაზაფხულის პირველი დღე“, - ასე ახასიათებენ ღონისძიებას სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს აუმჯობესებს.
იხილეთ ფოტოები: