„მარგალიტა, ტრიფონი და ჩვენ“ - ამბროლაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა თოვლის სახალისო ქანდაკებები შექმნეს
02-03-2023
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათ მოტივირებასა და განწყობაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეებმა თოვლის მოსვლით ძალიან გაიხარეს, ითამაშეს, იგუნდავეს და გადაწყვიტეს, რომ თოვლსგან ქანდაკებები დაემზადებინათ. ასე გაჩნდნენ - მარგალიტა და ტრიფონი. მოსწავლეებმა ისინი შესაბამისად გააფორმეს და ადგილი მიუჩინეს. 

აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, მათ დრო სასიამოვნოდ, მხიარულად და ნაყოფიერად გაატარეს. 
 
„მარგალიტა, ტრიფონი და ჩვენ“,- წერენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203