გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
„ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“- სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ მოსწავლეები და პედაგოგი ია ტერელაძე გაზაფხულსა და გაზაფხულის უმშვენიერეს დღესასწაულს - დედის დღეს.
ამ დღის აღსანიშნავად გაკვეთილები თემაზე - „გაზაფხულია ჩვენი სტუმარი“, ჩატარდა. მოსწავლეებმა წელიწადის ამ ულამაზესი დროის ხიბლზე, ფერებზე, ასევე გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულზე - დედის დღეზე ისაუბრეს. მათ აპლიკაციები დაამზადეს, დედები დახატეს და მრავალფეროვანი გამოფენა მოაწყვეს.
„აჰა, შემობრძანდა უკვე გაზაფხული თავისი სურნელებითა და მხიარულებით! პირველ და მეორეკლასელებმა თავიანთი ჯადოსნური ხელებით ფერადი სამყარო შექმნეს. მეოთხე კლასელები ყვავილებით შეეგებნენ გაზაფხულს, ხოლო გვანცა გვანცელაძემ, ანანო ბენიძემ, თამარ ქუთათელაძემ და ნათია გახოკიძემ თავიანთ დედიკოებს ულამაზესი ფერებით შექმნილი პორტრეტი მიუძღვნეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: