სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა
24-04-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანტონიო ენრიკო ბარტოლი იმყოფებოდა. სტუმარს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

რექტორმა ელჩს უნივერსიტეტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, სამომავლო გეგმები გაუზიარა და შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე.

ელჩთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და ელჩისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203