„პროცენტი ჩვენს ირგვლივ“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის VII კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
02-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შედეგსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, VII კლასში პროექტი - „პროცენტი ჩვენს ირგვლივ“ დასრულდა. მისი მიზანი იყო მოსწავლეებს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში პროცენტის მნიშვნელობა კარგად გაეგოთ. ასევე, მიეღოთ ინფორმაცია როგორია პროცენტის წარმოშობისა და დამკვიდრების ისტორია და სხვა.

პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს. გარდა ამისა, დაამზადეს და გაავრცელეს ბუკლეტი, სადაც განთავსებული იყო ისეთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის შესაძლოა უცნობი ყოფილიყო. 

პროექტის ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი ნინო ჯალიაშვილი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203