არეშფერანის საჯარო სკოლის 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებისა და ბებიებისთვის მისალოცი ბართები დაამზადეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულების - 3 და 8 მარტისთვის ემზადებიან.
დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით, 1-ელ და მე-2 კლასში, პედაგოგ თინათინ წიწილაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დედებისა და ბებიებისთვის დაამზადეს. მათ სიყვარული ნამუშევრების საშუალებით გამოხატეს და სათქმელი ნათლად გადმოსცეს.
აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო.
„დიდი სიხარულითა და სიამოვნებით დამზადებულ მისალოც ბარათებს ბავშვები მშობლებს დაურიგებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: