
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა საინტერესო აქტივობებითა და პროექტებით ყოველთვის გამოირჩევა.
ამჯერად, სკოლაში კონფერენცია - „ადამიანი და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა და შედეგები“ გაიმართა. ის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ გახსნა.
კონფერენციაში სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ეკო-კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო პრეზენატაციები წარადგინეს, რომლებშიც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიღწევის გზები კარგად იყო ასახული. ამის შემდეგ, ინტერაქტიური მეთოდით, მომხსენებელსა და აუდიტორიას შორის კავშირი დამყარდა.
როგორც სკოლაში ამბობენ, კონფერენციის ორგანიზატორი პედაგოგები - მზია კუბეცია და ნათელა ჭოლოკავა დისკუსიაში ეტაპობრივად ერთვებოდნენ, რითაც აუდიტორია გააქტიურდა და კითხვების რაოდენობამ იმტა.
ღონისძიებას ონლაინ კონფერენციას სტაჟირების საერთაშორისო უნივერსიტეტის (IIU) ევროპის ხელმძღვანელი ინგა ხარჩილავა შეუერთდა. მან თემასთან დაკავშირებით აუდიტორიას მოკლე ანოტაცია წარუდგინა და მოსწავლეთა მოხსენებების საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენა დაანონსა.
„მადლობა ქალბატონ ინგას ახალი ინიციატივების შემოტანისა და თანადგომისათვის.
სკოლის დირექცია მადლობა უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს, აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს და უსურვებს მომდევნო ეტაპზე წარმატებებს. ჩვენ ვზრუნავთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის...
ვაზროვნებთ გლობალურად, ვმოქმედებთ ლოკალურად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: