
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს, სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ.
ამჯერად, მე-2 და მე-4 კლასებში დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა დედასა და გაზაფხულზე ლექსები, გამონათქვამები და სიმღერები მოიძიეს. დაამზადეს მისალოცი ბარათები, გააფერადეს, შეავსეს და დიდი სიყვარულით შეფუთეს, რათა 3 მარტს საყვარელი დედები გაახარონ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. კლასის დამრიგებლები ნანა გუჯეჯიანი და ნონა პაპასქირი არიან.
იხილეთ ფოტოები: