ქვეშის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული გაიმართა
02-03-2023
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა ოკუპაციის კვირეული დაასრულა, რომელიც არაერთ აქტივობას მოიცავდა.

აქტივობებში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კვირეულის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა 23 თებერვალს ქართველი იუნკერების ხსოვნის დღის აღსანიშნავად, საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. მათ სამხედრო სასწავლებლის კურსანტების თავდადებასა და გმირობაზე საკუთარი აზრი გამოხატეს. წაიკითხეს ეროვნული გმირის, ახალგაზრდა მედდის - მარო მაყაშვილის დღიურები.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფილმს - „ექვთიმე ღვთისკაცი“ უყურეს, სადაც გადმოცემულია 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლის ტრაგიკული ფურცლები და ექვთიმე თაყაიშვილის თავგანწირვით ქართული საგანძურის გადარჩენის ისტორია.

მოსწავლეებმა ფილმის ირგვლივ საინტერესო დისკუსია გამართეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

სკოლაში მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203