ზერტის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტის დახმარებით, „წიგნების სამყაროში“ იმოგზაურეს
02-03-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, იმისთვის, რომ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აქტივობასა თუ პროექტში რთავენ. 

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებლის ცირა ტერტერაშვილის დახმარებით, განახორციელეს საკლასო პროექტი - „წიგნების სამყაროში“. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი წიგნები, შექმნეს მათი ანოტაციები, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები, ანოტაციებისვე გამოყენებით გააკეთეს სამახსოვრო კედლის გაზეთი - პრეზენტაციის სახით. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და წარმტაცი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ცირა ტერტერაშვილი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203