ბერშუეთის საჯარო სკოლის 6 წარჩინებული კურსდამთავრებული კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდა
02-03-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის 6 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი მედლები გადაეცა.
მედლებითა და აკადემიური მოსწრების სერტიფიკატებით კურსდამთავრებულები სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის კიდევ ერთი წარმატება. ერთი ციდა სოფლის ექვსი მედალოსანი. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს